LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაპიტულაციის შემდეგ ფაშინიანს ბინაში და კაბინეტში შეუვარდნენ: პრემიერი აშშ-ს საელჩოში იმალება

720
Nikol-Pashinyan

სომხური მედიის Politik.am-ის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ის საელჩოს შენობაში იმალება.

„ჩვენი მთავრობის წყაროების თანახმად ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ის საელჩოში იმალება, რადგან ეს შენობა მისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილია“, – წერია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამდენიმე დღის წინ სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი შეთანხმდნენ ცეცხლის სრულმასშტაბიან შეწყვეტაზე მთიან ყარაბაღში, რასაც ნიკოლ ფაშინიანმა უწოდა „წარმოუდგენლად მტკივნეული“ შეთანხმება.

ამ დღიდან სომხეთში არეულობაა.

11 ნოემბრის შუაღამით რამდენიმე ასეული მოქალაქე შეიჭრა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო კაბინეტში. მოგვიანებით პრესაში წერდნენ, რომ კაბინეტიდან გაიტაცეს, კომპიუტერი და ფაშინიანის სუნამო.

ნიკოლ ფაშინიანს კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ ბინაში შეუვარდნენ.

ერევანში კი ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს, რომელსაც 17 პოლიტიკური პარტია ატარებს.

მომიტინგეები სკანდირებენ „ნიკოლ მოღალატე“. თავისუფლების მოედანზე შეკრებილი მომიტინგეები, ფაშინიანისა და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

უცნობია სადაა და რა ბედი ეწია ბომბორას, კავკასიურ ნაგაზს, რომელიც საქართველოს პრემიერმა ფაშინიანს თბილისში ვიზიტის დროს აჩუქა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g