ბრიტანელი მოდელი, კარა დელევინი ძალებს კიდევ ერთ პროექტში ცდის. ამჯერად მისი მომდევნო ნამუშევარი გოთიკური ტრილერი „დამწვარი გული“ იქნება, სადაც პარტნიორობას ალექსანდრ სკარსგარდი გაუწევს. ფილმს ბენ ბრაიენდი გადაიღებს. სიუჟეტი მამაკაცის შესახებ განვითარდება, რომელსაც ამნეზია დაემართება და მისგან გათავისუფლებას დელევინთან ერთად ცდილობს. გადაღებები 2017 წელს დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მოდელის უკანასკნელი ფილმი „თვითმკვლელთა რაზმია“, სადაც პარტნიორობას მას ჯარედ ლეტო, მარგო რობი, უილ სმიტი და სხვა ცნობილი მსახიობები უწევენ.