LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარა დელევინი Jimmy Choo-ს კამპანიაში ჰოთ დოგს მიირთმევს

62

ფეხსაცმლისა და ჩანთების ბრიტანული ბრენდი Jimmy Choo ახალ საშობაო სარეკლამო კამპანიას აქვეყნებს სახელწოდებით Shimmer in the Dark. მასში მთავარ როლს კარა დელევინი ასრულებს.

ვიდეოს სიუჟეტის მიხედვით, დელევინი ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობს, აცვია მოკლე წითელი კაბა და Jimmy Choo-ს ფეხსაცმელი. ყველა გამვლელი – ტაქსის მძღოლით დაწყებული – ჰოთ დოგის გამყიდველით დასრულებული, მოდელის დანახვაზე ერთსა და იმავე ფრაზას ამბობს – Nice shoes. ვიდეოს ავტორი ავსტრალიელი რეჟისორი ლორინ ასკილია, რომელიც ასევე თანამშრომლობდა Sia-სთან, ალექს ჩანგთან და Childish Gambino-სთან.

ბრჭყვიალა „ბოტილიონები“, ანუ ფეხსაცმელი კოჭზე Jimmy Choo-ს საკრუიზო კოლექციაში შედის.

https://www.youtube.com/watch?v=obplX8Pvmb4

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები