იაპონური „ვოგის“ ნოემბრის ნომრის გმირი სუპერმოდელი და მსახიობი კარა დელევინია. დღეს ინტერნეტში ვრცელდება ფოტო-თიზერი გამოშვების ახალი ნომრის მთავარი გვერდიდან. ფოტოზე კარა დელვინი „დიორის“ ულამაზეს თეთრ კაბაში პოზირებს, რომელსაც ასვე უდიდესი შლეიფი ამშვენებს , რომელიც სავარაუდოდ, ხელნაკეთი აქსესუარებით არის მოქარგული.
ფოტოების ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი კამილა აკრანსია. კარა ფოტოებზე სისი ვიანის მიერ შექმნილი ულამაზესი დეკორაციის ფონზე პოზირებს.