ყვითელი პრესა კარა დელევინისა და მისი მეგობარი გოგონას, ენი კლარკის ნიშნობის შესახებ ერთი თვის წინ წერდა, ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
დასავლური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, შეყვარებულებმა გადაწყვიტეს ცალ-ცალკე იცხოვრონ. წყვილთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ ენი და კარა მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ, მაგრამ იმის გამო, რომ გოგონებს ერთმანეთის გარეშე დროის დიდი მონაკვეთების გატარება უხდებათ, გრძნობები განელდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით, არც კარა და არც ენი კომენტარს არ აკეთებენ.