LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარა დელევინის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ

93

კომპანია Revolver Entertainment მოდელ კარა დელევინის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს.  მასში კარას ცხოვრების გზა იქნება ნაჩვენები: როგორ დაიწყო მისი კარიერა და როგორ გახდა ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი. ფილმს „პროექტი კარა“ ერქმევა და მისი პრეზენტაცია უახლოეს თვეებში შედგება.

24 წლის კარა დელევინი ბრიტანელი მოდელი და მსახიობია. ის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სუპერმოდელია. ბოლო დროს მან რამდენიმე ფილმში მიიღო მონაწილეობა: „ქაღალდის ქალაქები“, „თვითმკვლელთა რაზმი“ და ა.შ. დელევინის  უკანასკნელი ნამუშევარია ლუკ ბესონის ფილმი „ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები