LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარა დელევინმა Burberry-ს ახალ რეკლამაში იმღერა

52

ბრიტანულმა ბრენდმა Burberry ახალი სარეკლამო კამპანია წამოიწყო, რომლის მთავარი გმირებიც 25 წლის მოდელი, კარა დელევინი და 35 წლის მსახიობი, მეთ სმიტი არიან. ვიდეორგოლში კარა არა მხოლოდ პოზირებს, არამედ ბრიტანული ჯგუფის, Pet Shop Boys-ის სიმღერას Always on My Mind-ს მღერის, რომელიც 1988 წელს არის დაწერილი. უჩვეულო მინი ფილმი VHS-ის ეფექტით ფოტოგრაფმა ალასდერ მაკლელანმა გადაიღო.

მსახიობები 80-იანი წლების სტილში არიან ჩაცმულები: ბრენდის ცნობილი კუბოკრული პალტოები და სვიტერები Fair Isles-ის ნახატებით, ასევე ნაქსოვი ქუდები და ხელთათმანები. კოლექცია საახალწლო დღესასწაულებს ეძღვნება. მისი შეძენა მთელს მსოფლიოში Burberry-ის მაღაზიებსა და ინტერნეტშია შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ კარასთვის ეს პირველი მუსიკალური გამოცდილება არ არის. ზაფხულში ეკრანებზე ფრანგი რეჟისორის ლუკ ბესონის ფილმი გამოვიდა, სადაც მთავარ როლს დელევინი ასრულებს. ფილმისთვის საუნდტრეკი ასევე კარამ ჩაწერა. კარას ტალანტები ამით არ შემოიფარგლება, სულ ცოტა ხნის წინ მან წიგნიც გამოუშვა.

https://youtu.be/R3UGSxMehA0

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები