24 წლის კარა დელევინმა საავტორო წიგნზე მუშაობა დაასრულა. ცნობილი მოდელი და მსახიობი ბოლო დროს მწერლობამ გაიტაცა.
„ინსტაგრამზე“ დელევინმა თავის წიგნთან „Mirror, Mirror“ ერთად გადაღებული ფოტო განათავსა. „ეს არის ისტორია მეგობრებზე, რომლებსაც რეალიზება და წინსვლა სურთ, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი იცვლება“, – აცხადებს დელევინი.
მოდელი იმედოვნებს, რომ რომანი განსაკუთრებით მოზარდებს მოეწონებათ, რადგან მისი შინაარსი სწორედ მათზეა ორიენტირებული.