კარა დელევინმა ,,ინსტაგრამის” გამომწერების შეშინება გადაწყვიტა და მათ ახალი ვიდეო გაუზიარა. ვიდეოში, ახალგაზრდა მოდელი, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ლეგენდარიუმიდან, გოლუმს განასახიერებს. საინტერესოა, რომ 26 წლის ვარსკვლავი ერთი-ერთში იმეორებს ინგლისელი მწერლის რომანების, „ჰობიტისა” და ,,ბეჭდების მბრძანებლის” პერსონაჟს, რომლის განმასხვავებელი თავისებურება მისი ლაპარაკის მანერაა.
,,ჩემო ბრწყინვალება”, – ისმის ვიდეოში, სადაც თმაგადაპარსული კარა დედიშობილა, იატაკზე დამხობილი ჩანს.
View this post on Instagram
#TBT I still don’t understand why I was single… #setlife #golum #beautiful
A post shared by Cara Delevingne (@caradelevingne) on
შეგახსენებთ, რომ ,,ბეჭდების მბრძანებლის” კინოტრილოგიასა და ,,ჰობიტის” პირველ ნაწილში, გოლუმის ხმა და შემსრულებელი ენდი სერკისია.