ცოტა ხნის წინ კარა დელევინმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში Women In The World . თავისი გამოსვლის დროს, მოდელმა და მსახიობმა კარა დელევინმა აღიარა, რომ რამდენიმე წლის წინ სუიციდის სურვილი და მცდელობაც კი ჰქონდა.
„ალბათ ჩემი თავისგან ზედმეტად ბევრს ვითხოვდი. ეს სკოლის წლები იყო და ამ მოთხოვნებმა ძალიან ცუდ პერიოდამდე მიმიყვანა. აღარ მინდოდა ცხოვრება, თავს მარტოსულად ვგრძნობდი. მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი ოჯახი და მეგობრები მყავდა, მაშინ ყველაფერი სულერთი იყო ჩემთვის. სიკვდილი კი საუკეთესო გამოსავალი იყო“ – განაცხადა დელევინმა.
კარამ დაამატა, რომ ცხოვრება სხვა კუთხით სწორედ მეგობრების დახმარებით დაინახა. მათ შორის იყო კეიტ მოსი.