LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარანტინის გამო დაცლილ საფრანგეთში ველოტრასებს აგებენ

58
vltrsssnsws

ფრანგული ქალაქები კარანტინს სასარგებლოდ გამოიყენებენ და ველოსიპედის ინფრასტრუქტურას განავითარებენ. საინტერესო ინიციატივაში 100–ზე მეტი დასახლება ჩაერთო. მაგალითად, პარიზი 650 კილომეტრის სიგრძის ველოტრასის მოწყობას გეგმავს და პირველი ეტაპი 11 მაისისთვის, ანუ გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ დასრულდება.

ველოსიპედის ინფრასტრუქტურის განვითარებას საფრანგებთის დედაქალაქში კარანტინამდეც გეგმავდნენ და ამისთვის მერიამ საპარკინგე ადგილების 72% გააუქმა. პანდემიის დამსახურებით კი გეგმების განხორციელება უფრო დაჩქარდა. პარიზის მიზანი 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის სათანადოდ მომზადება და ეკოლოგიურ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლაა.

სხვა ფრანგულ ქალაქებს შორის, რომლებიც ველოსიპედის ინფრასტრუქტურის განვითარებას უახლოეს მომავალში აპირებენ – ლილი, რუანი, ლე–მანი და მარსელიც არის. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი ველოსიპედისტთათვის ყველაზე არაკომფორტულ ქალაქად არაერთხელ დასახელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g