LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარანტინმა მოღალატე ცოლები და ქმრები გამოააშკარავა

1049
Без-имени-1

„როგორც კი საჯარო რეესტრები გაიხსნება, განქორწინებების მარათონს ველოდებით“ – ამერიკელი იურისტები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის ინფექცია დანგრეული ოჯახების რაოდენობას ბევრად გაზრდის.

როდესაც ბევრი წყვილი საქორწინო ფიცს დებდა და სამუდამოდ ერთად ყოფნის პირობას იძლეოდა, ვერც კი წარმოიდგენდა რომ გლობალური პანდემია დაიწყებოდა და კარანტინი ყველას ერთ სივრცეში გამოკეტავდა. ცუდ სიზმარშიც არავის დასიზმრებია, რომ ნორმალური რუტინა ასე დაირღვეოდა და სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა. კარანტინულ სტრესს ის ფაქტიც დაემატა, რომ საყვარლის დამალვა გართულდა და ღალატის უამრავი ფაქტი გამოააშკარავდა.

გაყრის სპეციალისტი, ამერიკელი ადვოკატი ჰიტერ ჰოსტეტერი ძალიან ცუდ პროგნოზს აკეთებს და დარწმუნებულია, რომ როგორც კი საქმიანობას დაუბრუნდება კლიენტების სიმრავლეს ვერ აუვა.

სამწუხარო რეალობას პირველი ჩინეთი შეეჩეხა. ქვეყანამ ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნება ასობით განქორწინებით „აღნიშნა“. ოჯახების დიდმა ნაწილმა კარანტინის რეჟიმს ვერ გაუძლო და სპეციალისტები ამერიკასაც იგივეს უწინასწარმეტყველებენ.

საქმე ისაა, რომ სახლში ყოფნისას ღალატის დამალვა რთული გახდა. როგორც ჰიტერი აცხადებს, მისმა კლიენტებმა მეუღლეები საეჭვო სატელეფონო ზარისას გამოიჭირეს, ზოგმა კი ღალატი მეუღლის ტელეფონზე მოსული შეტყობინებით გაიგო. ფაქტობრივად, ეპიდემიამ მოღალატეებს ფარული რომანის აღიარება აიძულა.

იურისტს ძირითადად ქალბატონები უკავშირდებიან და მათი ეჭვის საფუძველი მეუღლის უცნაური ქცევა ხდება ხოლმე. კარანტინში გამოკეტილი მამაკაცები ტელეფონის დამალვას ცდილობენ, საჭირო ოთახში ზედმეტად დიდ დროს ატარებენ და მაღაზიაში გასასვლელად ან ნაგვის გადასაყრელადაც ხშირად იწევენ. ცოლების ვარაუდით, მოღალატე ქმრები ამ დროს საყვარელთან საკონტაქტოდ იყენებენ.

საჯარო რეესტრები, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო დაწესებულებები დახურულია, ამიტომ განქორწინების მსურველებს ლოდინის გარდა სხვა არაფერი დარჩენიათ. პანდემიის დასრულების შემდეგ კი სპეციალისტები ნამდვილ ბუმს – ასობით ოჯახის დანგრევას ელოდებიან.

 

ჩინეთში კარანტინის დასრულებას ასობით ოჯახის დანგრევა მოყვა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები