LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარასინი ფიქრობს, რომ “ოკუპაციის შესახებ კანონი” უნდა გაუქმდეს

88

„კარგი იქნება, თუ საქართველო “ოკუპაციის შესახებ კანონს” გააუქმებს“ – ამის შესახებ პრაღაში გრიგორი კარასინმა ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კარასინის თქმით, რუსი დეპუტატები საქართველოში დაგეგმილ ეუთო-ს საპარლამენტი ასამბლეის სხდომაზე დასწრებას გეგმავენ.

“წინ კიდევ გვაქვს დრო. მაგრამ ისევ მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები უნდა იყვნენ გარანტირებულად დაცულები ნებისმიერი გართულებებისგან, რომელიც უკავშირდება ე.წ. კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

ამის გამო უკვე დაზარალდა რამდენიმე ტურისტი. ჩვენ გვჭირდება მყარი გარანტიები და უფრო უკეთესი იქნება თუ ამ კანონს საერთოდ გააუქმებენ. ამ შემთხვევაში ჩვენი კონტაქტები უფრო გამარტივდება”, – განაცხადა კარასინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g