კარდაშიანების საერთო ფოტო Cosmopolitan-ის ნოემბრის ნომრის გარეკანზე დაიბეჭდება. 2011 წლის შემდეგ ეს პირველი ფოტო იქნება, სადაც ოჯახი სრული შემადგენლობით გადაიღეს.
როგორც ჩანს, კიმ კარდაშიანმა, რომელსაც ძალიან აშინებდა ის ფაქტი, რომ ოჯახის დანარჩენი წევრები პოპულარობით დაჩრდილავდნენ, გადაწყვიტა ხელი აღარ შეუშალოს საკუთარი დების – კენდალ და კაილი ჯენერების პოპულარობას.