LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარდაშიანებმა მედია უიკენდზეც არ დაასვენეს

131

ამერიკის ყველაზე პოპულარული ოჯახი ამჯერად ყურადღებას უიკენდზე გადაღებული ფოტოებით იქცევს. Instagram-ზე ატვირთული ფოტოებიდან ცნობილი ხდება, რომ ქორთნი კარდაშიანმა და კაილი ჯენერმა უიკენდი მალიბუზე გაატარეს. ამის დასტურად ქორთნიმ სოციალურ ქსელში ბიკინში გადაღებული ფოტო გააზიარა, ხოლო კაილიმ სასტუმროს ვერანდაზე გადაღებული სურათი, სადაც ის მზეს ეფიცხება.

ყველაზე აქტუალური დასვენება კი, კიმ კარდაშიანსა და მის ოჯახს გამოუვიდა. კანიე უესტმა და კიმ კარდაშიანმა უიკენდი 2 წლის ნორტთან ერთად სანტა-მონიკაში გაატარეს. კიმმა სოციალურ ქსელში სანტა-მონიკას დაბურული მთების ფოტო გააზიარა, რომელსაც უკვე 25 ათასი მოწონება აქვს. ეს იმის მიუხედავად, რომ თავად ვარსკვლავი არ ჩანს ფოტოზე. შაბათს საღამოს კი, მთელი ოჯახი ერთად რობ კარდაშიანის დაბადების დღის აღსანიშნავად შეიკრიბა.

 

Untitled-1

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები