LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარდაშიანებზე მულტსერიალს გადაიღებენ

59

2007 წლიდან ეთერში გადის რეალითი-შოუ კარდაშიანების ოჯახის შესახებ, რომელიც ამ დრომდე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიზეზი, ბუნებრივია, მისი მთავარი პერსონაჟების სკანდალებით სავსე ცხოვრებაა.

ცნობილმა პროდიუსერმა, ჰარვი ვაინშტაინმა გადაწყვიტა, რომ კარდაშიანებზე მულტსერიალი გადაიღოს. ამ დროისთვის პროექტზე ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა კრის ჯენერი უკვე შეხვდა ვაინშტაინის წარმომადგენელს და მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.

ამ დროისთვის რეალითი-შოუს მე-13 სეზონის გადაღებები აქტიურად მიმდინარეობს, სადაც კრის ჯენერი და მისი ქალიშვილები – კიმი, კორტნი, ქლოე, კაილი და კენდალი მონაწილეობენ. პერიოდულად შესაძლებელია მათი ძმის, რობ კარდაშიანის ნახვაც, რომელიც შოუს თაყვანისმცემლების რიცხვში არ შედის.