LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტები მინიმუმ 30 %–ით გაიაფდება

239

ფარმაცევტულმა კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“-მ წამყვან ფარმაცევტულ ქსელებთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი დაასრულა.

როგორც ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, უახლოეს დღეებში მომხმარებლს ყველა მსხვილ სააფთიაქო ქსელში კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტების მინიმუმ 30 %–ით დაბალ ფასად შეძენა შეეძლება. უახლოეს მომავალში კი სააფთიაქო ქსელები –  ავერსი”,  ”იმპექს-ფარმა”, PSP, ”სახალხო აფთიაქი”, ”ფარმადეპო”, ”ფარმ სახლი”  და GPC, სხვა ჯგუფის მედიკამეტებითაც მომარაგდება.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით,  ხელმისაწვდომი პრეპარატების რეალიზაციის პროექტი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე  „ჰუმანითი ჯორჯიასა“ და საპარტნიორო ფონდის მიერ ერთობლივად ხორციელდება.

”პრეპარატების იმპორტი შემდგომ ეტაპზე პრეპარატების ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლდება.  აღნიშნულ პროექტში საპარტნიორო ფონდის ჩართვის მიზანია ადგილობრივი ფარმაცევტული საწარმოს ამოქმედებამდე უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს ბაზარზე ხარისხიანი მედიკამენტების მიწოდება სულ მცირე 30 %-ით დაბალი ფასებით, რაც მნიშვნელოვანად  შეამცირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტების ხარჯებსაც. აღნიშნული მიზნით საპარტნიორო ფონდმა მთვარობის თანხმობით „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიზნობრივი სესხი გამოუყო.  ასევე, სწორედ მთავრობის გადაწყვეტილებით შედის ქარხნის მშენებლობის კაპიტალში  საპარტნიორო ფონდი. ხელისუფლების მიზანი მიღწეულია, სამედიცინო პრეპარატები იაფდება.  რაც შეეხება „ჰუმანითი ჯორჯიას“ მიერ შემოტანილი მედიკამნენტების ხარისხს ჯანდაცვს სამინისტო აკონტროლებს და საქართველოს სააფთიაქო დახლებზე სერთიფიკატისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ვერცერთი მედიკამენტი ვერ მოხვდება“- განაცხადა დავით საგანელიძე.

„ჰუმანითი ჯორჯია“-სა და საპარტნიორო ფონდის ერთობლივი პრესკონფერენცია  სასტუმრო ”რედისონში” შედგა, რომელსაც ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. ”ჰუმანითი ჯორჯია” ფარმაცევტული ქარხნის პროექტს საქართველოს საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობით ახორციელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g