თბილისში ,,კარფურის’’ მეორე ჰიპერმარკეტს გახსნება. როგორც კომპანიიდან გვაცნობეს, ახალი ობიექტი სავაჭრო ცენტრ ,,ისთ პოინტში’’ განთავსდა. 10,000 კვ.მ-ზე განთავსებული ჰიპერმარკეტი მომხმარებელს საკვები პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო საქონლის 40,000-ზე მეტ სახეობას შესთავაზებს, მათ შორისაა სურსათი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი, სპორტისა და დასვენებისათვის საჭირო აქსესუარები და ტექსტილი.
“კარფური ისთ ფოინთმა 450-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში კარფურის თანამშრომელთა რიცხვი 2015 წელს გაორმაგდა და მიაღწია 1 200-ს,’’ – განაცხადა ,,კარფური საქართველოს’’ გენერალურმა დირექტორმა.
ჯამში ქსელის გაფართოვებისთვის 45 მილიონი ლარის ინვესტიციია ჩაიდება. აღნიშნული თანხით ასევე მომდევნო კვირაში კარფურის მესამე სუპერმარკეტი ისანში ამოქმედდება, რომელიც დამატებით 120 ადამიანს დაასაქმებს. მომავალაში გაფართოება გაგრძელდება თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.
ამჟამად ,,კარფური’’ 500-ზე მეტ მომწოდებელთან თანამშრომლობს საქართველოს 20 სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორისაა კახეთი, იმერეთი და შიდა ქართლი.