LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კარგ, ნორმალურ ცხოვრებას მივეცი ხმა, ჩვენ მოვიგებთ”- ბუბა კიკაბიძემ საარჩევნო უბანს მიაგნო

177
345

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიის პირველ ნომერს ბუბა კიკაბიძეს საარჩევნო უბანი შეეშალა. ბუბა კიკაბიძე ხმის მისაცემად #6 საარჩევნო უბანში მივიდა, თუმცა როგორც გაირკვა მომღერალს ხმა იმავე შენობაში განთავსებულ სხვა უბანში უნდა მიეცა. საუბარია #4 საარჩევნო უბანზე.

რამდენიმე წუთის დაგვიანებით, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და მცირე კომენტარი გააკეთა.

„კარგ, ნორმალურ ცხოვრებას მივეცი ხმა. ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს. უნდა მოვიგოთ“, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

საქართველოში მე-10 მოწვევის პარლამენტს ვირჩევთ.

დღის ყველაზე განხილვადი კადრები – არჩევნები ფოტოებში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g