LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგად დანაყრებული ქალი უკეთესი შეყვარებულია – მეცნიერული კვლევა

1550
ჯული

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სიყვარულსა და ჭამას შორის უდიდესი კავშირია. ალბათ, ხშირად გსმენიათ ფრაზა კაცის გული კუჭზე გადისო , თუმცა ჟურნალ Appetite-ში გამოქვეყნებულმა კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ საჭმელი მხოლოდ კაცების გულზე არ ახდენს გავლენას.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ალისა ელიმ კვლევის ფარგლებში 20 მშიერ ქალს სთხოვა აეღწერა, როგორ წარმოედგინა რომანტიკული ურთიერთობა, ხოლო შემდეგ იგივე სთხოვა, ამჯერად, დანაყრებულებს.

აღმოჩნდა, რომ ქალებმა სასიყვარულო ურთიერთობა უფრო რომანტიკულად აღწერეს, როცა დანაყრებულები იყვნენ.

ამას მეცნიერებმა მარტივი ახსნა მოუძებნეს – ადამიანი, როცა მშიერია, მას უბრალოდ არ შეუძლია კონცენტრირდეს სხვა საკითხებზე, მითუმეტეს სიყვარულზე.

კვლევის შედეგად კიდევ რამდენიმე საინტერესო დეტალი გამოიკვეთა -გარდა დანაყრებისა, სიყვარულზე გავლენას ახდენს ის, თუ რა სახის საკვებს მიირთმევთ.

აღმოჩნდა, რომ  რომანტიკულ ურთიერთობებზე დადებით გავლენას ახდენს ტკბილი საკვები. შესაბამისად, მკვლევარების აზრით, პაემანი უფრო წარმატებული იქნება, თუ გემრიელ დესერტს მიირთმევთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g