უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საავტომობილო ინდუსტრიამ ძალიან ბევრი მოდელი დაკარგა. რაც ყველაზე საინტერესოა, მათ შორის ძირითადად მდიდარი ისტორიის მქონე ბრენდები იყვნენ, ისეთები როგორიცაა – Saab, Rover, Mercury, Pontiac თუ Oldsmobile…
ეს სახელები იმაზე მეტყველებს, რომ მათი შემოქმედების უბრალოდ დავიწყება და გულიდან ამოგდება არაფრით არ შეიძლება. მაგალითად, კომპანია Oldsmobile-მა თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში წარმოადგინა კონცეპტი, რომელიც თითქოს „ექსტრასენსების შოუს“ ფინალისტისთვისაა დამზადებული. თუმცა, მისი დებიუტის მომენტისთვის ბრენდის ბედი უკვე დიდი ხნის გადაწყვეტილი იყო.