LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარგად მოერგო ჩვენი რეპერტუარი ერთმანეთს“ – პაატა ხაჩიძის და პაატა გულიაშვილის ერთობლივი პროექტი

77
mtv1

„რადიო დუეტის“ სტუმრები პაატა ხაჩიძე და პაატა გულიაშვილი იყვნენ, მათ ერთობლივ პროექტზე ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა რესტორანში კონცერტებს მართავენ, მომავალში კი დუეტის ჩაწერას აპირებენ. გადაცემის ფარგლებში პაატა ხაჩიძის და პაატა გულიაშვილის ახალი სიმღერების პრემიერა გაიმართა.

როგორ მოხდა თქვენი შეკრება და რას მოიცავს თქვენი თანამშრომლობა?

პაატა გულიაშვილი:

რამდენჯერმე მოგვიწია ერთ კონცერტზე გამოსვლა და გაჩნდა იდეა, იქნებ ერთობლივი რეპერტუარით რამდენიმე კონცერტი გაგვეკეთებინა. კონცერტები არ იმართება და რესტორანი ერთერთი შემოსავლის წყაროა. მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს მომღერლობაზე, მსახიობი ვარ და როგორც მსახიობი ვმღერი, საქართველოში ვისაც ემღერება ყველამ უნდა იმღეროს. საერთო ჯამში ამ მაიმუნობაში 18 სიმღერა დამიგროვდა.

რამდენ ხანს გრძელდება თქვენი ერთობლივი პროგრამა?

პაატა ხაჩიძე:

ჩვენი ერთობლივი პროგრამა დაახლოებით ორ საათს გრძელდება, ორნაწილიანია, მე მაქვს ჩემი რეპერტუარი, თანამედროვე, ის რასაც მე ვმღერი, იგივე „ქუჩის ბიჭების“ სიმღერები, პაატას კი ვიცით რომ აქვს მოსალხენი, საცეკვაო სიმღერები. კარგად მოერგო ჩვენი რეპერტუარი ერთმანეთს.

პაატა გულიაშვილი:

ასევე ჩემი ხუმრობები მაქვს, ანეგდოტები, ვიდეოები, რომელსაც სიტუაციიდან გამომდინარე ვიყენებ ხოლმე. ვფიქრობთ მომავალში საინტერესო დუეტი გავაკეთოთ, თუ რომელი ჟანრი გადაწონის ეს უკვე სიურპრიზი იქნება მსმენელისთვის.

დღეს თქვენს სიმღერებს ვაპრემიერებთ, მოგვიყევი საიდან გაჩნდა იდეა ორივე შემთხვევაში?

პაატა ხაჩიძე:

ოთხი წლის წინ გავაკეთე ეს სიმღერა, გელა გნოლიძის მუსიკა და არანჟირებაა,  ტექსტი ჩემია, პაატა ფაცურიასთან ჩაიწერა. ცოტა სევდიანი სიმღერაა, მოვისმინოთ და შევაფასოთ.

პაატა გულიაშვილი:

ეს არის ძალიან უცნაური ამბავი, ნათია ზეინკლიშვილის სიმღერაა, ჩვენთან თეატრში დაიწყო მან მუშაობა, მე მოწიწებით ვთხოვე ჩემთვის სიმღერა დაეწერა, მანაც არ დაიზარა და შედეგიც დაიდო. „მენატვრისთვალე“ ასე ქვია ამ სიმღერას.

 

პაატა ხაჩიძე

 

პაატა გულიაშვილი

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

პაატა ხაჩიძე და პაატა გულიაშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

მადლობა სტუმრობისთვის, შემდეგში გელოდებით დუეტის პრემიით…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები