LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარგად ვარ, მშვიდად და მხნედ ვგრძნობ თავს, ჩემს გულს არ ეკარება სიძულვილი“ – ტორესა მოსი ქეთი დუმბაძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

841
2024-12-05_00-11-05_437720

გავრცელებული ინფორმაციით, მწერალთა სახლის დირექტორის, ქეთი დუმბაძის შვილმა, ნოდარ მაჭარაშვილმა, მწერალ ტორესა მოსს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გაავრცელა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ტორესა მოსი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„მადლობა ყველას მოკითხვისა და კეთილი სიტყვებისთვის. კარგად ვარ, მშვიდად და მხნედ ვგრძნობ თავს, ჩემს გულს არ ეკარება სიძულვილი. ამ ამბის განხილვას არ ვაპირებ, რა თქმა უნდა, ამის გამო არც პოლიციაში ვაპირებ მისვლას.

ზუსტად ვიცი, რისთვის ვიბრძვი, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი არც ერთი საჯარო მოქმედება არაა ნაკარნახევი არც ვინმეს სიძულვილით და არც პირადი ანგარებით. მე გავიზარდე ეკლესიის წიაღში და ღრმად მწამს, რომ უფლის სიტყვა და სიყვარული ყოველ ადამიანს გაუძღვება ჭეშმარიტების ნათლისაკენ. ჩემი ერთადერთი მისია ამ ქვეყნად არის ადამიანების მოწოდება სიყვარულისა და განათლებისაკენ. განვაგრძობ ჩვენს საერთო ბრძოლას, რომელიც მჯერა დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით. იდექით მხნედ და მტკიცედ და არ შეუშვათ თქვენ გულში სიძულვილი.

გასაგებია ჩემთვის ინტერესი, რის გამოც ჟურნალისტები მირეკავთ, მაგრამ ამ საკითხზე მეტს აღარაფერს ვიტყვი, საზოგადოებამ ნახა ყველაფერი და აქ განსახილველი აღარაფერია. თუ ვინე ღელავს ჩემი მხრიდან შურისძიებაზე, შეუძლია იყოს მშვიდად, რადგან ჩემი ფილოსოფია გულისხმობს ადამიანების მოწოდებას სიყვარულისკენ და არა შურისგებისკენ. თქვენთან ერთად განვაგრძობ პრინციპულ და უკომპრომისო ბრძოლას ამ ქვეყნის ევროპული მომავლისა და დემოკრატიისთვის, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დამიჯდეს.

„პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა. მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია.” იოანეს სახარება (თავი 1. 1-5)“, – წერს ტორესა მოსი.

„მწერალთა სახლში მწერლებს დახვდა ქეთი დუმბაძის შვილი, ნოდარ მაჭარაშვილი… ტორესა მოსს დაარტყა და დანარჩენებს საქმეები ურჩია!“ – გავრცელებული ინფორმაციით, მწერალთა სახლის დირექტორის, ქეთი დუმბაძის შვილმა, მწერალ ტორესა მოსს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g