LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარგად ზურიკო… მადლობა ყველაფრისთვის… “ – მსახიობ ზურა ბერიკაშვილს დღეს დაკრძალავენ

415
ზურა ბერიკაშვილი

მსახიობ ზურა ბერიკაშვილს დღეს დაკრძალავენ. მსახიობს 15:00 საათზე საბურთალოზე მდებარე ამაღლების ეკლესიიდან გამოასვენებენ.

მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა: „კარგად, ზურიკო… მადლობა ყველაფრისთვის…“

მსახიობის გარდაცვალებას უამრავი ადამიანი ეხმაურება.

ზურას ემოციურად ემშვიდობებიან ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები, მისი თაყვანისმცემლები.

სოციალურ ქსელში არ წყდება სამძიმრის წერილები:

„კარგად, ზურიკო… მადლობა ყველაფრისთვის….“ – წერს რეჟისორი სანდრო ელოშვილი.

„ღირსეული შვილიც არის და ღირსეული მეგობარიც. თავიდან ბოლომდე ღირსეული ბიჭი ზურიკო…

ალბათ არ უნდა იყო ასეთი კეთილშობილი, რომ მერე ამდენ ადამიანს ასე არ ატკინო გული ზედმეტად თბილო და გულიანო მეგობარო როგორ არ მინდა დამშვიდობება, როგორ არ მინდა…

მე საუკეთესო მეგობარი მყავდა ბერიკ, ძალიან მომენატრები… “ – წერენ სოციალურ ქსელში.

ზურა ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბერიკაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა.

ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული.

„წავიდა ჩემი ბავშვობაც, ახალგაზრდობაც, სიბერის გატარება აღარ დაგვცალდა ზური, დაცარიელდება ჩვენი ეზო უშენოდ… “ – მსახიობს მეგობრები ემშვიდობებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g