LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარგავს იმას, რაც მისთვის ყველაფერია“ – ნიკა მელია აშშ-ს მიერ ივანიშვილის დასანქცირებაზე

131
ნიკა მელია

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა. აღნიშნულს კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „ივანიშვილი კარგავს იმას, რაც მისთვის ყველაფერია“.

„აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის დაასანქცირა“ – ენტონი ბლინკენი

როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, ივანიშვილისთვის ფული არის მისი პოლიტიკური, სოციალური თუ ფიზიკური არსებობის გარანტია.

„ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომლისთვისაც ფული არის მისი პოლიტიკური, სოციალური თუ ფიზიკური არსებობის გარანტია, არსი და საზრისი. მას თუ რამის ეშინია, ფინანსურ რესურსზე წვდომის დაკარგვაა; თუ რამით იცის მართვა, ფულია; თუ რამეს გადააყოლა ყველა და ყველაფერი, მათ შორის ქვეყანა, შვეიცარიაში გაყინული აქტივია.

ყველას, ხელქვეითს, სხვადასხვა გზებით გამოჭერილს თუ მხარდამჭერს, არწმუნებდნენ, რომ „დაალაგებს”. ვერ დაალაგა! კარგავს იმას, რაც მისთვის ყველაფერია – ფულს!“ – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g