LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარგია, რომ დაიბადა და ისიც ჩვენთან… სულ გეკაშკაშოს ჩვენი გულების გასახარად“ – გიორგი გიგაშვილი იუბილარია

130
გიორგი გიგაშვილი

პიანისტი გიორგი გიგაშვილი დღეს იუბილარია – მუსიკოსი 25 წლის გახდა.

საკუთარ დაბადების დღეზე, პიანისტმა ერთგულ მსმენელს სასიამოვნო სიახლეც დაუანონსა – 2026 წლის 16 იანვარს გიორგი გიგაშვილის ახალი მუსიკალური ალბომი გამოვა.

ვიდეო: „გენიალურია! ამ კონცერტის ყოველ წამს უმაღლესი კლასის ხელოვნება იგრძნობა! გაუმარჯოს ნიჭიერებას, ამაზე დიდი სინათლე მარტო ადამიანობაა“ – გიორგი გიგაშვილის საოცარი შესრულება „ბეთჰოვენფესტზე“

ალბომის სახელწოდებაა „WITH ALL MY BREATH AND ALL MY BLOOD“. პროდიუსერი Stephan Cahen. მუსიკალური კრებული გიორგი გიგაშვილისა და ქართველი მევიოლინეს, ლიზა ბათიაშვილის ერთობლივ შესრულებას გააერთიანებს.

16 იანვარს. ჩემი ახალი ალბომი. with Lisa Batiashvili ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ —— STEPHAN CAHEN – recording…

Posted by Gigashvili Giorgi on ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025

იუბილარ პიანისტს დაბადების დღეს საჯაროდ, სოციალურ ქსელში ულოცავენ მეგობრები, კოლეგები და გულშემატკივრები.

„სიყვარულისთვის შეიქმნა ადამიანი… კარგია, რომ დაიბადა და ისიც ჩვენთან“, „გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო გიო! სულ გებრწყინოს და გეკაშკაშოს ჩვენი გულების გასახარად“.

„დღეს ჩემი სიხარულის და ბედნიერების დღეა. ეს ის ბიჭია, რომელმაც 25 წლის წინ ამ ქვეყანაზე მოვლინებით გაგვილამაზა და გაგვიფერადა ცხოვრება.

გილოცავ, ჩემო სიხარულო. ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული და სიყვარული არ მოგკლებოდეს. გვიყვარხარ და გვეამაყები“, – აღნიშნავენ მოქალაქეების მისალოც ტექსტებში.

დღეს ჩემი სიხარულის და ბედნიერების დღეა. ეს ის ბიჭია,რომელმაც 25 წლის წინ ამ ქვეყანაზე მოვლინებით გაგვილამაზა და…

Posted by Mzia Nadiradze on სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025

„მხოლოდ და მხოლოდ 13 წლის მერე ახდა ეს ოცნება“ – რაზე ოცნებობდა გიორგი გიგაშვილი ბავშვობაში: წარმატებული პიანისტი არქივიდან კადრებს ავრცელებს

„დიდება საქართველოს, რომელმაც შვა გიგაშა… საქმე გვაქვს მაღალ პროფესიონალიზმს გაზავებულ ზე-ნიჭიერებასთან, რომელიც იპყრობს და იპყრობს მსოფლიო სცენებს“ – როგორ ულოცავს ნიკოლოზ რაჭველი გიორგი გიგაშვილს დაბადების დღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g