LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგია, რომ ოპოზიცია უბრუნდება საპარლამენტო მუშაობას… ოპოზიციამ ზედამხედველობა უნდა გაუწიოს ხელისუფლებას: ანდრიუს კუბილიუსი

54
ანდრიუს-კუბილიუსი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი დადებითად აფასებს ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილის გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ოპოზიციამ უნდა შეასრულოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი და ზედამხედველობა უნდა გაუწიოს ხელისუფლებას.

კუბილიუსი იმედოვნებს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ქვეყანას გააძლიერებს და ეს გამოცდილება საქართველოს დემოკრატიისთვის კარგი შედეგის მომტანი იქნება.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში არსებული ვითარება წარმატებით მოგვარდა. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დემოკრატიამ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ღრმა კრიზისი გაიარა. კრიზისი კარგია, რადგან თუ ის არ გკლავს, მაშინ გაძლიერებს. ვიმედოვნებ, რომ ეს გამოცდილება საქართველოს დემოკრატიისთვისაც რაიმე კარგი შედეგის მომტანი იქნება და გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუციებს. კარგი ის არის, რომ ჩვენ დავინახეთ ევროკავშირის ლიდერობის როლი და კარგია, როდესაც ლიდერობის მსგავსი მაგალითის ნახვის შესაძლებლობა გვეძლევა. საქართველო წინ მიდის. ჩვენ ვიცით, რომ ქართველები ემოციური ხალხი ხართ, ზოგჯერ ეს გავლენას ახდენს იმაზეც, თუ როგორ წარიმართება დემოკრატიული პროცესი.

კარგია, რომ შეთანხმებას ხელი მოეწერა. ის ფარავს ნამდვილად მნიშვნელოვან საკითხებს. კარგია, რომ ოპოზიცია უბრუნდება საპარლამენტო მუშაობას. ოპოზიციამ უნდა შეასრულოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი და ზედამხედველობა უნდა გაუწიოს ხელისუფლებას. ხელისუფლებასაც აქვს მნიშვნელოვანი როლი, რომ მოუსმინოს ოპოზიციას და ამავდროულად მიიღოს გადაწყვეტილებები,“- განაცხადა კუბილიუსმა.

მისივე თქმით, არსებობს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მუშაობის ევროპული მოდელი, რომელიც არ გულისხმობს აბსოლუტურ თანხმობას ყველა საკითხის ირგვლივ, მაგრამ რომელსაც აქვს საერთო ენის გამონახვის რესურსი სტრატეგიულ საკითხებზე.

„არის ევროპული ტრადიცია და მოდელი თუ როგორ უნდა იმუშაოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ – ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით უნდა იყოს აბსოლუტური თანხმობა, მაგრამ არ უნდა დაიკარგოს სტრატეგიული ხედვა და სტრატეგიული მიზნები. როდესაც ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ ლიდერი იყო, ვილნიუსში ვიზიტისას ჩვენ მას ვაჩვენეთ საპარლამენტო მუშაობის ევროპული მაგალითი, როდესაც მწვავე დებატების მიუხედავად, ჩვენ ვრჩებოდით ერთ აზრზე ისეთ სტრატეგიულ საკითხებზე, როგორიც, მაგალითად, თავდაცვითი საკითხებია და მე მაშინ გავაჟღერე ჩემი მესიჯი, რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვგზავნით საპატიმროში. როგორც დავინახე, ბიძინა ივანიშვილი მთლად მოხარული არ იყო ჩემი ამ გზავნილის გამო, მაგრამ მე ის მაინც გავაჟღერე. ეს შეთანხმება, რომელიც მიიღწეულია, არის პირველი ნაბიჯი უფრო ფართო შეთანხმებისკენ, რომელიც ძალიან აუცილებელია საქართველოს პოლიტიკური საზოგადოებისთვის. ეს არის შეთანხმება, რომელიც ძალიან სერიოზულად აყენებს ინტეგრაციის დღის წესრიგს,“- განაცხადა კუბილიუსმა.

mazda magti 5g