LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარიბჭის ამპლუაში საქართველოს მზარდი როლი, შესაძლოა, მეტად იქნეს ათვისებული – ირაკლი ღარიბაშვილი

72
296126997_422022849958734_7925549863353969197_n

კარიბჭის ამპლუაში საქართველოს მზარდი როლი ცენტრალური აზიის ქვეყნების მიერ, შესაძლოა, მეტად იქნეს ათვისებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ყაზახ კოლეგასთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა და თანამშრომლობის შემდგომი ზრდის შესაძლებლობები განიხილეს.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვთან. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობა და თანამშრომლობის შემდგომი ზრდის შესაძლებლობები ორმაგ და მრავალმხრივ ფორმატებში. კარიბჭის ამპლუაში საქართველოს მზარდი როლი, შესაძლოა, მეტად იქნეს ათვისებული ცენტრალური აზიის ქვეყნების მიერ”,- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე გაფართოებულ ფორმატში იმსჯელეს. საუბარი შეეხო ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სავაჭრო სფეროებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს. ხაზი გაესვა შუა დერეფნის სრულმასშტაბიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას. მხარეებმა არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების და გაფართოების მზაობა გამოთქვეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდისთვის ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული.

საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობას.  შეხვედრის ბოლოს, ხელი მოეწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ციფრული განვითარების, ინოვაციებისა და კოსმოსური ინდუსტრიის სამინისტროს შორის თანამშრომლობისა და საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის რკინიგზებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს, ასევე საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ბრუნვის ნომენკლატურის გაფართოების 2023-2026 წლების საგზაო რუკას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g