11 მაისს, შანხაიში „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მე-5 ნაწილის მხარდაჭერის საერთაშორისო პრეს-ტური მოეწყო. თაყვანისმცემლების წინაშე მთავარი როლის შემსრულებლები – ჯონი დეპი, ორლანდო ბლუმი, ხავიერ ბარედმი, ჯეფრი რაში და სხვები გამოჩნდნენ.
ვარსკვლავებმა ტრადიციულად წითელ ხალიჩაზე გაიარეს და უამრავ თაყვანისმცემელს შეხვდნენ, რომლებიც მათ შანხაის „დისნეილენდში“ მდებარე თეატრთან ელოდებოდნენ. მსახიობებმა სპეციალურ ატრაქციონებთანაც იპოზიორეს, რომლებიც ფილმის თემატიკას ეძღვნებოდა.
„კარიბის ზღვის მეკობრეები: მიცვალებულები ზღაპრებს არ ყვებიან“ კინოგაქირავებაში 25 მაისიდან გამოვა. მანამდე კი დეპი და ბლუმი პრემიერებს პარიზსა (14 მაისს) და ლოს-ანჯელესში (18 მაისს) დაესწრებიან.