”კარიბის ზღვის მეკობრეებს” ორლანდო ბლუმი უბრუნდება. მსახიობმა ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა. პოპულარული ფილმის მეხუთე ნაწილში ბლუმი ყველასათვის საყვარელი პერსონაჟის – უილ ტერნერის როლს შეასრულებს. მას პარტნიორობას კვლავ მთავარი მეკობრე – ჯონი დეპი გაუწევს.
ფილმი კინო ეკრანებზე 2017 წლის 7 ივლისს გამოვა.