მსოფლიო მედიის ყურადღების ეპიცენტრში კვლავ პარიზია, სადაც „მოდის კვირეული“ მიმდინარეობს, თუმცა, ამჯერად არა მაღალი მოდის ჩვენებების, არამედ მის მიღმა, კულისებში განვითარებული მოვლენების გამო.
ვენსან კასელი თავის საყვარელ ქალთან, ნარა ბაპტისტასთან ერთად „სკიაპარელის“ ჩვენებას დაესწრო. 59 წლის ფრანგი მსახიობის გვერდით აღმოჩნდა საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი, 57 წლის კარლა ბრუნი, რომელიც ჩვენებაზე მარტო, მეუღლის, ნიკოლა სარკოზის გარეშე გამოცხადდა.
„საბედისწერო ქალის“ იმიჯით ცნობილი კარლა, როგორც ყოველთვის საოცრად გამოიყურებოდა. მას მოკლე ქვედაბოლო და მაქმანებიანი კოლჰოტი ამშვენებდა, მის „ლუქს“ კი „სკიაპარელის“ ორიგინალური „კლატჩი“ ასრულებდა. სწორედ ეს უკანასკნელი გახდა უხერხული სიტუაციის შექმნის მიზეზი.
ერთ მომენტში კარლას ჩანთიდან ბარათი გადმოუვარდა, მის გვერდით მჯდომმა ვენსანმაც ის გალანტურად მიაწოდა, თუმცა შემთხვევით მის მოშიშვლებულ ფეხს შეეხო. ცხადია, ეს უხერხული მომენტი, ისევე როგორც ნარა ბაპტისტას გაოგნებული სახე არ გამოჰპარვიათ პაპარაცებს. შედეგად კი ვიდეო მსოფლიო მედიაში ვირუსულად გავრცელდა და უამრავი სახლისო კომენტარი გამოიწვია:
„კარლა ბრუნის ქსელში გაბმული ვენსან კასელი“, „შეხედეთ გაოგნებულ ნარას სახეს“, „დღეს საღამოს ვენსანს კარგი დღე არ დაადგება!“, „ვენსანს მაგრად უმართლებს“, „სად არის ამ დროს ნიკოლა სარკოზი?“.