„კარლოტამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენი გაცნობიდან ჩემს კარიერაში“, – ამის შესახებ ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი ორთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
ფოტო: ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი რჩეულის რომანტიკული ვახშამი – როგორია წყვილის ოჯახური იდილია
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და შარლოტა ჰელენი დაინიშნნენ.
როგორც გადაცემის ანონსიდან ირკვევა, ქართველი ჩოგბურთელის რჩეული, კარლოტა ჰელენი თავადაც ჩოგბურთელია. ნიკოლოზი ამბობს, რომ წყვილი ტურნირებისთვის ერთად ემზადება.
„კარლოტამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენი გაცნობიდან ჩემს კარიერაში, თავადაც ჩოგბურთს თამაშობს. ჩვენ ყოველთვის ერთად ვემზადებით ხოლმე ტურნირების დროს. კარლოტამ ზოგადად მასწავლა, რომ ჩოგბურთი ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის და არის პატარა რაღაცეები, საიდანაც შეიძლება მიიღო ზოგადად სიამოვნება, თუნდაც უბრალოდ სიარულით, გასეირნებით და საინტერესო თემაზე ლაპარაკით“, – ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილი.
