LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო ქართველ მსახიობებს ფილმში “ჩემი ოთახი” შესრულებული როლისთვის გადაეცათ

120
დაჯილდოება

კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმში “ჩემი ოთახი” შესრულებული როლისთვის, საუკეთესო მსახიობი ქალის მთავარი პრიზი ორ ქართველ მსახიობს, თაკი მუმლაძეს და მარიამ ხუნდაძეს გადაეცა.

“მორიგი ქართული წარმატება კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმში “ჩემი ოთახი” შესრულებული როლისთვის საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო გადაეცათ თაკი მუმლაძესა და მარიამ ხუნდაძეს.

ქართველი მსახიობები კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ბენისიო დელ ტორომ დააჯილდოვა.

ეროვნული კინოცენტრი ულოცავს ქართველ კინემატოგრაფისტებს ამ საერთაშორისო აღიარებას!”, – წერს კინოცენტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g