ამ დღეებში, ,,კარტერების” ოჯახი სრული შემადგენლობით პაპარაცების ობიექტივში მოხვდა. საინტერესოა, რომ წყვილი სამივე შვილთან ერთად საჯაროდ პირველად გამოჩნდა.
ფოტოები, რომლებიც ქსელში გავრცელდა ნიუ-იორკში მაშინ გადაიღეს, როცა წყვილი უფროს ქალიშვილთან და ტყუპებთან ერთად სეირნობდა.
აღსანიშნავია, რომ ბიონსესა და ჯეი-ზის კომპანიაში რეპერის დედა და ბებიაც მოხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ ბიონსე და ჯეი-ზი 2008 წელს დაქორწინდნენ. ისინი 6 წლის ბლუ აივისა და 1 წლის სერსა და რუმს ზრდიან.