LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასიანოვი ღარიბაშვილის განცხადებაზე: ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქმედებები უფრო ხმამაღლა უნდა ჟღერდეს, ვიდრე სიტყვები

49
კასიანოვი

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი “დამაიმედებელს” და “პოზიტიურს” უწოდებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველო არ გახდება შავი ხვრელი სანქციების გვერდის ასავლელად.

თუმცა ამბობს, რომ განცხადებები გამყარებული უნდა იყოს კონკრეტული ღონისძიებებით.

“ჩვენი მოსაზრებით, ეს უნდა იყოს გაძლიერებული კონკრეტული ზომებით და პარტნიორებთან სრულად თანამშრომლობით.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქმედებები უფრო ხმამაღლა უნდა ჟღერდეს, ვიდრე სიტყვები“ , – განაცხადა კასიანოვმა.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები არ დაუწესებია, თუმცა ქვეყანა არ მისცემს არცერთ კომპანიას ან კერძო პირს საშუალებას, საქართველო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების თავიდან არიდებისთვის გამოიყენოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g