LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასპი-კავთისხევის გზაზე არსებულ ხიდს რეაბილიტაცია უტარდება

341

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისკასპი-კავთისხევის საავტომობილო გზის მე-5 კილომეტრზე, მდ. მტკვარზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციას ახორციელებს.

პროექტი 2016 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 1 110 687 ლარია. სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული.

როგორც “ფორტუნას” დეპარტამენტიდან აცნობეს, ამ ეტაპზე, გაბიონის საყრდენი კედლის მოწყობის, შუალედური ბურჯებისა და მალის ნაშენის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.

თაღოვანი ხიდი  გასული საუკუნის 40-იან წლებშია აგებული და თითქმის 90 წელის მისი სრული  რაბილიტაცია არ მომხდარა. ხიდზე ძალიან დაზიანებულია შუალედურ იბურჯები, თაღები და ბეტონის ზედაპირები, რაც საფრთხეს უქმნიდა ხიდზე მოძრაობის უსაფრთხოებას და ავტოტრანსპორტით მძიმე ტვირთების გადატანას.

მდ.მტკვარზე არსებული ხიდის  რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად მოგვარდება აღნიშნული პრობლემები. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: ხიდის ბურჯების გაძლიერება, მალის ნაშინისა და სარეგულაციო კედლების შეკეთება; სავალი ნაწილისადახიდთან მისასვლელი გზების მოწესრიგება. ასევე განხორციელდება საგზაო ნიშნების მოწყობის, ხიდის სავალი ნაწილის მონიშვნის, შემოფარგვლისა და გადასასვლელი ფილების მოწყობის სამუშაოები.

ჩატარებული სამუშაოები, კასპი-კავთისხევის გზაზე მოძრავ ავტოტრანსპორტს საშუალებას მისცემს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდნენ განახლებულ ხიდზე.

აღნიშნულ სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გივი ჩოჩია ადგილზე გაეცნო.

 

 

magti 5g