LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასპის ცემენტის ქარხნის სრული მოდერნიზაცია იწყება

263

კომპანია ”ჰაიდელბერგცემენტის” კასპის ქარხანაში დღეს, 100 მილიონი დოლარის საინვესტიციო პროექტს საფუძველი ჩაეყრება.  როგორც კომპანიაში აცხადებენ,  პროექტი გულისხმობს კასპის ცემენტის ქარხნის სრულ მოდერნიზაციას და კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას. ამასთან, აღნიშნული საინვესტიციო პროექტი უზრუნველყოფს წარმოების პროცესის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტსა და ეფექტურობას.

”უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის გარდა, პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას და ყველანაირი გარემოსდაცვითი სტანდატის დაცვას”, – აღნიშნეს ”ჰაიდელბერგცემენტში”. მათივე ცნობით,  ”ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის”  საწარმოების გადაიარაღების და განვითარების პროექტი 2016-2018 წლებში განხორციელდება.

ცნობისთვის, ახალი  საინვესტიციო პროექტის დაწყების  ღონისძიებას  დღეს დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, გერმანიის ელჩი საქართველოში დოქტორ ჰაიკე პაიჩი, ”ჰაიდელბერგცემენტის ჯგუფის” ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი და კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი დოქტორი ალბერტ შოიერი, ”ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის” გენერალური დირექტორი, მიხაელ ჰამპელი და მედიის წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g