LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასპის მუნიციპალიტეტში „საქმიანი ეზო“ მოეწყო

196
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე კასპის მუნიციპალიტეტის „საქმიან ეზოში“ მიმდინარე სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროს კახა ცერცვაძესთან ერთად გაეცნო.

კახა კაკაბაძის განცხადებით, ხე-ტყის ორგანიზებული დამზადების სამუშაოები და მრავალმიზნობრივი ტყით სარგებლობის მდგრადი განვითარება უზრუნველყოფს, როგორც მოსახლეობისთვის სათბობი შეშის შეუფერხებლად მიწოდებას, ასევე, სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც შემოსავლების ზრდის შესაძლებლობაა.

„ეროვნული სატყეო სააგენტო ორგანიზებულად ახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში“. სოციალური ჭრის სრულად გაუქმება 2026 წლიდან იგეგმება. სააგენტოს დაწყებული აქვს მუშაობა ახალი სერვისების დანერგვაზე, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, გამარტივებულად შეიძინოს სათბობი შეშა და ისარგებლოს ტრანსპორტირების მომსახურებით“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონში 39 „საქმიანი ეზო“ ფუნქციონირებს, რაც უზრუნველყოფს ტყესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და მომსახურების მიწოდების გამარტივებას. რაც შეეხება შიდა ქართლის რეგიონს, „საქმიანი ეზოები” ხაშურში, გორში, ქარელსა და კასპშია მოწყობილი.

2023 წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, დამატებით 17 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g