კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლამისყანის სკოლაში მოსწავლეებს შორის დაწყებული დაპირისპირება ერთ-ერთი მოსწავლის დაჭრით დამთავრდა. დაპირისპირების მიზეზი უცნობია.
დაჭრილი მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს, ის ამ დროისთვის უკვე სახლში იმყოფება.
მომხდარ ფაქტზე დაკავებულია 2002 წელს დაბადებული მოზარდი.
“კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანის სკოლაში მომხდარ დაპირისპირებაზე შინაგან საქმეთ სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის, “ა” ქვეპუნქტით დაიწყო. ფაქტზე დაკავებულია 2002 წელს დაბადებული გ.ქ.” – აცხადებენ შსს-ში.