კასპის ერთ-ერთ სოფელში ჩვილი გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით, ქალმა სახლში იმშობიარა და შემდეგ ახალშობილი საპირფარეშოში ჩააგდო.
ფაქტს შსს-ში ადასტურებენ და ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.