კომპანია ”კასტელი-საქართველო” წარმოებას აფართოებს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ზაუტაშვილმა განუცხადა, საწარმოში ახალი ხაზი – კასრის ლუდის ჩამოსასხმელი დამონტაჟდა.
”უახლესი მანქანა-დანადგარი ჩამოვიტანეთ გერმანიიდან და მისი დამონტაჟების პროცესი უკვე დასრულდა. გარდა ამისა, გამოწერილი გვაქვს ასევე გერმანიიდან კიდევ ერთი ხაზის მანქანა-დანადგარები. ეს არის ქილის ხაზი, რომელიც უახლოეს მომავალში დამონტაჟდება. რაც შეეხება ქილის ლუდის ფასს, ის ეღირება იმდენივე, რაც ლუდი შუშის შეფუთვაში. განსხვავება არის აქ მხოლოდ მოხმარების კულტურაში, ფასები კი იგივე დარჩება”, – აღნიშნა ზაუტაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ქილის ხაზი უკვე ივლისის ბოლოს გამოჩნდება. გარდა ამისა, კომპანია ახალი პროდუქციის გამოშვებასაც გეგმავს. ”უკვე პირველი აპრილიდან ჩვენს ქვეყანაში ლუდის მოყვარულები ძალიან ცნობილი, საერთაშორისო ბრენდების დაგემოვნებას შეძლებენ. ვმუშაობთ ერთ-ერთი გერმანული ლუდის ჩამოსხმაზე. ასევე, გამოვუშვებთ ძალიან ცნობილ ჩეხურ ბრენდსაც. თუმცა, ამ ეტაპზე ბრენდების გამხელისგან თავს შევიკავებ”, – განაცხადა ”კასტელი-საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა.
როგორც ლევან ზაუტაშვილმა აღნიშნა, ”კასტელის” საწარმო სრულად გადაიარაღდება. აქ ლუდის გაციების უახლესი სისტემებიც დამონტაჟდება, რომლებიც იტალიიდან ჩამოვა .
