LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კასტილებიანი“ კაცი არის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სახე: პრემიერ მინისტრი

142
Capture

„კასტილებიანი“ კაცი არის ამ პარტიის სახე, ძალადობის, წამების, გაუპატიურების”, – ამის შესახებ პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

მან აღნიშნა, „იმისთვის, რომ მიეღოთ საჭირო ჩვენება, გაჰყავდათ გაუბედურებული ადამიანები, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ამის კადრები კი ყველამ ნახა.

„კასტილებიანი“ კაცი არის ამ პარტიის სახე, ძალადობის, წამების, გაუპატიურების. „სკოჩებით“ აბამდნენ და ასე აწამებდნენ. თქვენ ხართ ევროპელები, ეს არის ევროპა? კი ეგაა ხომ?! მაგიტომ სხედხართ მანდ და ისხდებით დიდხანს! ანა წითლიძეს მივმართავ, მეგის ქარდავას მეგობარი ხართ თქვენ! მეგის ქარდავა, დათა ახალია და აკო მინაშვილი, ეს ადამიანები აკეთებდნენ ყველაფერს. რა ევროპულობაზე მელაპარაკებით და როგორ ბედავთ სიტყვა „ევროპის“ თქმას? ევროკავშირის დროშას ამოფარებული ადამიანები ხართ თქვენ. მეგის ქარდავამ რომ დაიჭიროს ევროკავშირის დროშა, ეგაა თქვენი სახე“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები