LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატეგორიულად ვგმობთ ამ უღირს საქციელს, მოვითხოვთ, დატოვოს ვიცე-სპიკერის თანამდებობა: “ლელო” გია ვოლსკის ჟესტზე

255
Untitled design (7)

“ვოლსკიმ დღეს შეურაცხყოფა მიაყენა არამხოლოდ იქ მდგომ ახალგაზრდებს, არამედ მთელს საზოგადოებას და ასევე იმ ინსტიტუციას, რომელსაც ის წარმოადგენს – არჩევით ორგანოს – საქართველოს პარლამენტს.” – პოლიტიკური პარტია “ლელო საქართველოსთვის” მიმართვას ავრცელებს და გია ვოლსკის მიერ აქციის მონაწილეების მისამართით შეურაცხმყოფელ ჟესტს ეხმიანება.

ერთი პიროვნება თავზე დამადგა და “მონას” მეძახდა, მეც თავი ვერ შევიკავე – გია ვოლსკის განმარტება

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიერ დღევანდელი მოქმედება ახალგაზრდა აქტივისტებთან მიმართებაში, სცდება საზოგადოებაში მიღებულ ადამიანის ქცევის ცივილურ ფორმებს.

“ლელო” კატეგორიულად მოითხოვს, რომ საქართველოს პარლამენტმა და მმართველმა პარტიამ, მიიღოს სათანადო ზომები და გია ვოლსკის ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაატოვებინოს:

“პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის დღევანდელი მოქმედება ახალგაზრდა აქტივისტებთან მიმართებაში სცდება საზოგადოებაში მიღებულ ადამიანის ქცევის ცივილურ ფორმებს.

ეს კიდევ უფრო მიუღებელია იმის გათვალისწინებით, რომ გია ვოლსკი არის მაღალი თანამდებობის პირი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი სახე.

“ლელო” კატეგორიულად გმობს ამ უღირს საქციელს. ვოლსკიმ დღეს შეურაცხყოფა მიაყენა არამხოლოდ იქ მდგომ ახალგაზრდებს, არამედ მთელ საზოგადოებას და ასევე იმ ინსტიტუციას, რომელსაც ის წარმოადგენს – არჩევით ორგანოს – საქართველოს პარლამენტს.

კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ საქართველოს პარლამენტმა და მმართველმა პარტიამ, მიიღოს სათანადო ზომები და დაატოვებინოს გია ვოლსკის ვიცე-სპიკერის თანამდებობა; სხვა შემთხვევაში მის მოქმედებაზე პასუხისმგებლობის გაზიარება მოუწევს პარტია „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტში წარმოდგენილ თითოეულ დეპუტატს.” – წერია გავრცელებულ მიმართვაში.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ, დეპუტატის მისამართით სკანდირებდნენ: “მონა, მონა”,  გია ვოლსკიმ აქციაზე მყოფებს შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა.

როდესაც მამის ტოლა კაცს აგინებ, ძნელი მოსათმენია – მდინარაძე ვოლსკის ჟესტზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g