LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კათოლიკეებმა ქართველ მართლმადიდებლებს ბრიუსელში ტაძარი უსასყიდლოდ გადასცეს

688
pjimage-1

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიას, რომელიც 2014 წელს შეიქმნა ევროპის შუაგულში, ბრიუსელში, ახალი საკათედრო ტაძარი გადაეცა. ტაძარში ქართველი მორწმუნეებისთვის წირვა-ლოცვა აღსრულდება. ამის შესახებ ეპისკოპოსმა დოსითეოსიმ “იმედის კვირასთან” ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, დოკუმენტაციის მზადება დასკვნით ეტაპზეა და ძალიან მალე ბრიუსელში საზეიმო ხელმოწერაც შედგება.

“ჩვენ მივმართეთ კათოლიკურ ეკლესიას, მათ აქვთ ეკლესიები, რომლებიც მრევლის ნაკლებობას განიცდის, იყო საეკლესიო საბჭო, მაგრამ უკვე ძალიან ხანდაზმული. ვთხოვეთ, ხომ არ შეიძლებოდა ქართულ საზოგადოებას გადასცემოდა, ვესაუბრეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, გვჭირდებოდა მისი ლოცვა- კურთხევა. ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ საქმეში კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, აქაურმა მიტროპოლიტმა მეუფე ათენაგორასიმ“, – თქვა ეპისკოპოსმა დოსითეოსიმ “იმედის კვირასთან“.

ცნობისთვის, კათოლიკეები საქართველოში  5 ეკლესიის დაბრუნებას ითხოვენ. ესენია- გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი, ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია, ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი, სოფელ “უდეს” ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია  და ახალციხის წმინდა ჯვრის სახელობის  ტაძარი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g