LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატრიონა უაიტის გარდაცვალების გამო გოგონას დედა ჯიმ ქერის უჩივის

184

ჯიმ ქერის ყოფილი მეგობარი გოგონას, კატრიონა უაიტის სუიციდის გამო მსახიობის წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა. კატრიონას ქმრის შემდეგ ქერის გოგონას დედა სდებს ბრალს.

გარდაცვლილის დედის მტკიცებით, მსახიობმა გოგონას სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები გადასდო და მიატოვა, როდესაც შეიტყო, რომ კატრიონა ავად იყო. ბრიჯიტ სვიტმენის ინფორმაციით, კატრიონამ ანალიზების პასუხები 2013 წელს მიიღო, ჯიმ ქერიმ კი განაცხადა, რომ მისი მეგობარი გოგონა, სავარაუდოდ, სხვისგან დაავადდა და მიატოვა.

სარჩელში ნათქვამია, რომ კატრიონა ჯიმის ზეწოლის ქვეშ იყო, შემდეგ კი თავი მოიკლა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წამლების შეფუთცაზე, რომლის სასიკვდილო დოზაც მიიღო კატრიონამ, მსახიობის გვარზე იყო გამოწერილი.

TIPPERARY, IRELAND - OCTOBER 10:  Jim Carrey attends The Funeral of Cathriona White on October 10, 2015 in Cappawhite, Tipperary, Ireland.  (Photo by Debbie Hickey/Getty Images)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები