LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კავკასიაში პირველი სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე საქართველოში გაიხსნება

105

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილთან ერთად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საწურბლიას მღვიმეში იმყოფებოდა, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნო.

სამინისტროს ინფორმაციით, საწურბლიას მღვიმე პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე იქნება კავკასიის რეგიონში. მღვიმის ბუნებრივი სამკურნალო თვისებები ჩეხი და ქართველი სპეციალისტების მიერაა შესწავლილი. ადგილზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი; ამბულატორია; მღვიმეში დამონტაჟდა განათების სისტემა. საწურბლიას მღვიმე ორ – აქტიურ და პასიურ ზონად გაიყო. მღვიმე პირველ ვიზიტორებს ახალ ტურისტულ სეზონზე მიიღებს.

ინფრასტრუქტურული პროექტისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 647 000 ლარი დაიხარჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g