LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამეცნიერო პრემია „თამარის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

374
collage

2020 წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს პირველ ნომრად არჩევის შემთხვევაში 20%-იან შიდა გრანტს სთავაზობს (უსდ კოდი – 115). სწავლის პერიოდში მათ შესაძლებლობა ექნებათ მოიპოვონ 100%, 50% და 20%-იანი სემესტრული სტიპენდიები, ოქრო/ვერცხლის მედალოსნებისთვის კი გათვალისწინებულია 20% და 10% პროცენტიანი დაფინანსება.

სტუდენტებისთვის მოქმედებს გადახდის მოქნილი სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს მათ სწავლის საფასურის გადახდა 6 ნაწილად დაყონ.

უნივერსიტეტი განსაკუთრებით ორიენტირებულია სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ღირსეულ დასაქმებაზე. ამ მიზნით, კსუ-ში მოქმედებს კარიერული განვითარების სამსახური და გაფორმებულია მემორანდუმები სახელმწიფო უწყებებსა თუ კერძო კომპანიებთან.

უნივერსიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია კვლევითი კომპონენტის გაძლიერება. შესაბამისად, ახალგაზრდა თუ გამოცდილ მკვლევრებს სამეცნიერო საქმიანობისთვის საუკეთესო პირობები ექმნებათ. სწორედ მათ წახალისებას ემსახურებოდა საგანმანათლებლო სივრცეში უპრეცენდენტო ნაბიჯი – სამეცნიერო პრემია „თამარის“ დაარსება.

28 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია „თამარის“ რიგით მეორე დაჯილდოების ცერემონია.

პრემია გათვალისწინებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოღვაწე წარმატებული მეცნიერებისთვის, რომლებიც გამორჩეულნი არიან თავიანთი აქტიურობით, სამეცნიერო ნაშრომებით, საერთაშორისო პროექტებითა და გამოქვეყნებული პუბლიკაციებით.

I პრემია გადაეცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, მედიცინის აკადემიურ დოქტორ სოფიო კასრაძეს (3000 ლარი);

II პრემია გადაეცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორს, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ზაქარია ნანობაშვილს (2000 ლარი);

III პრემია ნომინაციაში „ახალგაზრდა მეცნიერი“ გადაეცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორს, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორ ირმა ბარათაშვილს (1000 ლარი).

მათ ასევე გადაეცათ კომპანია „ზარაფხანას“ მიერ დამზადებული სპეციალური მედლები. ცერემონიაზე სიტყვით წარსდგნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია; საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი სესილი გოგიბერიძე; ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი. გამომსვლელებმა აღნიშნეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აქტიური პოლიტიკა სამეცნიერო კვლევების მიმართულებით და ამ კონტექსტში, პრემია „თამარის“ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, რომელიც უნივერსიტეტში მოღვაწე სხვადასხვა სფეროს მეცნიერებისთვის/აკადემიური პერსონალისთვის დიდი სტიმულია.

აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო პრემიას სახელწოდება კავკასიაში პროგრესული და ჰუმანური პოლიტიკის გამტარებლის, ინტელექტუალთა და ხელოვანთა მფარველის, საქართველოს მეფის, თამარის საპატივსაცემოდ მიენიჭა.

“ახლანდელ დროში ცოდნა ყველაფერია: ფულზედაც უფრო დიდი ბაზარი აქვს, ხმალზედაც  უფრო  მეტად  სჭრის  და ზარბაზანზედაც  უფრო  ძლიერია.”- ბრძანებს ილია. დღეს სწორედ განათლების დონე საზღვრავს ახალგაზრდების მომავალს. იგია სოციალური მობილობის, ადამიანისა და ქვეყნის მამოძრავებელი ენერგია. სწორედ აღნიშნულ ფასეულობებს იზიარებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ეფუძნება საუკეთესო ისტორიულ გამოცდილებასა და თანამედროვე მიდგომებს.

„იგრძენი ცოდნის ძალა!“ – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტის შესახებ:

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მზარდი, მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში უკვე 25 წელია საქმიანობს. 2019 წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა კიდევ ერთხელ გაიარა ავტორიზაცია განახლებული სტანდარტებით, შედეგებით კი საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორისაა.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ბიზნესის, სოციალურ მეცნიერებათა, სამართლის, მედიცინის, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტები.

აღსანიშნავია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის უნიკალური ბაზა, სადაც განსაკუთრებული აქცენტი კეთდება უნიკალური ქართული ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიებზე. ბაზა აღჭურვილია მარნებით, თანამედროვე ლაბორატორიებითა და საკოლექციო ვაზის ჯიშებით, რომელიც კომპლექსურად აძლევს სტუდენტს საშუალებას, შეისწავლოს ქვევრის ღვინის დამზადების თითოეული კომპონენტი. შეგახსენებთ, რომ ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ 2013 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრი აღჭურვილია ტელე-რადიო სტუდიებით, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, შექმნან კონკურენტუნარიანი მედიაპროდუქცია. ცენტრში იქმნება ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტური და შემეცნებითი ფილმები, როგორიცაა: „რუსთველის სამყარო თამაზ კვაჭანტირაძესთან ერთად“, „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“, ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე შექმნილი ფილმი – „ყვარლიდან მთაწმინდამდე გურამ შარაძის მოტივებზე“ და სხვ.

სტუდენტებს ემსახურება მრავალრიცხოვანი რესურსით აღჭურვილი თანამედროვე ბიბლიოთეკა; იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზი; კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორია; უახლესი სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო და მევენახეობა-მეღვინეობის  ლაბორატორიები.

უნივერსიტეტში ასევე ფუქციონირებს სხვადასხვა კვლევითი ცენტრები, რომლებიც სტუდენტთა თეორიულ სწავლებასთან ერთად, ორიენტირებულია მათთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე, სწავლების პროცესს კი მაღალი კვალიფიკაციის აკადემიური პერსონალი წარმართავს.

სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გაცვლითი პროგრამებით ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში ისწავლონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g