LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კავკასუს ონლაინის” შეძენის შემდეგ “მაგთიკომმა” მომხმარებელს პირველი პროდუქტი შესთავაზა

128

“მაგთიკომმა” “კავკასუს ონლაინის” აქტივების შეძენის შემდეგ მომხმარებელს პირველი პროდუქტი შესთავაზა – „ჩემები”, რომელიც ინტერნეტის, ტელევიზიის და მობილური სერვისების კომბინაციის შედეგად შეიქმნა.

როგორც “ფორტუნას” “მაგთიკომიდან” აცნობეს, მათ, ვისაც მაგთის ინტერნეტი ან IP ტელევიზია აქვს, „ჩემები“ საშუალებას აძლევს ისარგებლონ ექსკლუზიური პირობით მობილურზე: აირჩიონ ოჯახის მაქსიმუმ 4 წევრი და ისაუბრონ ერთმანეთთან ულიმიტოდ, თითო წევრზე თვეში მხოლოდ ერთ ლარად.

“ახალი შეთავაზება მომხმარებლების ინტერესებზეა მორგებული. მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინება მაგთიკომის მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით გრძელდება  ახალ, ინოვაციურ პროდუქტებზე მუშაობა,”- განაცხადეს კომპანიაში.

1 აგვისტოდან მაგთიკომი კავკასუს ონლაინისგან შეძენილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის, ინტერნეტ-ტელევიზიის, ფიქსირებული ტელეფონიის და ჰოსტინგის მომსახურებას ეწევა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები