LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

KayaKata საუკეთესო ევროპული დამოუკიდებელი ალბომის პრესტიჟულ ნომინაციაზე წარადგინეს

753
kayakatanews-s2020

დამოუკიდებელი მუსიკალური კომპანიების ასოციაციამ IMPALA, რომელიც ბრიუსელში მდებარეობს, ქართული ჰიპ ჰოპ კოლექტივი KayaKata, ალბომით Sadaa წლის ევროპული დამოუკიდებელი ალბომის პრესტიჟულ ნომინაციაზე წარადგინა. ეს ინფორმაცია დღეს IMPALA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გაჩნდა. სულ დაჯილდოვებაზე 22 პრეტენდენტია და გამარჯვებულის ვინაობა ბრიუსელში, მომდევნო თვეს გაირკვევა.

დამოუკიდებელი მუსიკალური კომპანიების ასოციაცია 2001 წელს დაარსდა და ის ევროპის მასშტაბით დამოუკიდებელ ლეიბლებს ეხმარება. IMPALA-ს შემადგენლობაში შედიან როგორც ნაციონალური ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მუსიკალური კომპანიები.

წელს წლის წლის ევროპული დამოუკიდებელი ალბომის ნომინაციაზე KayaKata-სთან ერთად წარდგენილნი არიან:

• 5K HD – “High Performer” (Ink Music)
• APPARAT – “LP5” (Mute Records)
• BERNAYS PROPAGANDA – “Vtora mladost, treta svetska vojna” (Balkan Veliki, Moonlee Records, Geenger Records, Pop Depresija)
• BUČ KESIDI – “Euforija” (Kontra)
• ERLEND ROPSTAD – “Brenn Siste Brevet” (Later Gator Records)
• GOODBYE DARJEELING – “Total Confusion” (V4 Records)
• J.R. AUGUST – “Dangerous Waters” (Croatia Records)
• JESSE MARKIN – “Folk” (VILD Music)
• KAYAKATA – “Sadaa” (LTFR)
• KIKO VENENO – “Sombrero Roto” (Elemúsica)
• LITTLE SIMZ – “Grey Area” (AGE 101 Music)
• MIRAMAR – “Miramar” (Rastilho Records)
• PNL – “Deux Frères” (QLF Records)
• SARAH KLANG – “Creamy Blue” (Pangur Records)
• SEINE – “22” (Moonlee Records)
• SNELLE – “Vierentwintig” (ROQ’N Rolla Music)
• THE VALERIE SOLANAS – “The Return Of Jesus Christ” (Green L.F.ant)
• THE YOUNG GODS – “Data Mirage Tangram” (Two Gentlemen)
• TRENTEMØLLER – “Obverse” (In My Room)
• TRIBES OF THE CITY – “Rust and Gold” (Self-released)
• ULTIMO – “Colpa Delle Favole” (Honiro)
• VLADIMÍR MIŠÍK – “Jednou Tě Potkám” (100PROmotion

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები