LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კებზარი“ მეფე ერეკლეს სასახლეში ახალ, კახეთის სამკაულის კოლექციას წარადგენს

160
კებზარი1

კავკასიური სამკაულის ბრენდი „კებზარი“ 20 სექტემბერს, 18:00 საათზე, თელავში, მეფე ერეკლეს სასახლეში, რიგით მეოთხე – კახეთის სამკაულის კოლექციის პრეზენტაციას გამართავს.

როგორც საიუველირო კომპანიის თანადამფუძნებელმა ნინო მამულაშვილმა „ბიზნესნიუსის“ ეთერში განაცხადა, კახეთის სამკაულის შესახებ ინფორმაციის მოძიება ისტორიული მასალების კვლევითა და არსებული ფოტომასალიდან ნიმუშების შესწავლით დაიწყო. სამკაულის ნიმუშები შერჩეულია მუზეუმებში დაცული ექსპონატების, ფოტოარქივის, ჩანახატების მიხედვით და ექსპერტებთან ხანგრძლივი კონსულტაციით.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სამშვენისის, დაახლოებით, 30-მდე ნიმუში.

შეგახსენებთ, საიუველირო კომპანია „კებზარი“ მომხმარებელს 2015 წლიდან სთავაზობს ანტიკური  და შუა საუკუნეების ხანის სამკაულის ახლებურ გააზრებას. „კებზარის“ პირველი კოლექცია მიეძღვნა სვანეთს, მეორე – აღმოსავლეთის მთას (თუშეთი, ხევსურეთი), მესამე – აფხაზეთს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g